ბიძინა ივანიშვილი: “უნდა შეფასდეს მთავრობის მოღვაწეობა და არა პირადად ღარიბაშვილი”

0

news_31629„როდესაც საუბარია შეფასებაზე, უნდა შეფასდეს მთავრობის მოღვაწეობა და არა პირადად ღარიბაშვილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უამრავი შეფასებები დაიდო უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის თაობაზე, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს და მისი აზრიც იგივეა, რაც მათი. ივანიშვილის მტკიცებით, დღევანდელი მთავრობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის ყოველთვის პოზიტიურად აფასებს ღარიბაშვილს.

„დღეს ჩვენ ხალხის დაქირავებული მთავრობა გვყავს და ხალხის სამსახურში მდგომი. ამის მაგალითი უამრავია, ხალხს უსმენენ და ხალხის ქმედებაზე რეაგირებენ. რეალური შესაძლებლობიდან უნდა შეფასდეს მთავრობის მოღვაწეობა“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: