ბიძინა ივანიშვილი: “ყველამ ყველაფერი იცის, რა მოხდა 2008 წელს”

0

66_1პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  იგი “მუდმივად გაიმეორებს, რომ 2008 წლის აგვისტო საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე არ მოხდებოდა“.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და თოქ–შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ეს პროცესი საიდან დაიწყო, ის იკითხეთ! მე აქ ვარ და ამას გავიმეორებ მუდმივად, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ, რომ ამით ჩვენს ქვეყანას ვაზიანებთ. ყველამ ყველაფერი იცის, რა მოხდა 2008 წელს, რომ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, – ეს ყველამ იცის! 2009 წელს ეუთო–ს სამიტი იყო ყაზახისტანში, თუ სადღაც, სააკაშვილი იქ ჩავიდა და არც ერთმა პრეზიდენტმა ხელი არ ჩამოართვა, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა! ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იძახის, რომ ამაზე არ უნდა ვისაუბროთ, თუმცა ეიფორიაში მუდივად ვერ ვიქნებით. ახლა არ მინდა, ოპონენტებმა ეს თემა აიტაცონ და მინდა განვმარტო, რომ საქართველოს  არ ვადანაშაულებ, ღმერთმა დამიფაროს! აი, ხელისუფლებას კი ვადანაშაულებ. ეს არ ამსუბუქებს რუსეთის როლს, რომ მან გამოიჩინა უდიდესი აგრესია და მოახდინა ოკუპაცია. სააკაშვილი ახლა მე მივთვლის მოკითხვებს, მოდი, დავსხდეთ და მე გასწავლი, როგორ უნდა მოვიქცეთო. აი, მაგას რომ მაშინ ჩემთვის მოესმინა, კარგი იქნებოდა. 2 წლით ადრე, სანამ ეს პროცესი მოხდებოდა, ოსეთთან დაკავშირებით, 2 წლით ადრე ჰქონდათ მათ ეს დაგეგმილი და მე ეს შევაჩერე. ახლა მოდის და უნდა, რომ მე მასწავლოს, როგორ უნდა მოვიქცე! მაშინ გაცილებით მეტი მანევრი იყო, ვიდრე ამ მდგომარეობამდე მივიდოდით. რა შეიძლება, გავაკეთოთ უფრო მეტი?!“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: