ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენც ვიცით, ამ კადრების გამკეთებელი ვინ არის”

1
ivanishviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ინტერნეტში ატვირთულ ანტიქართულ ვიდეორგოლებთან მისი გუნდის კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „არჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს”. თუმცა იქვე დასძენს, რომ „ეს „ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა”.
მისივე თქმით, გამოძიება ამერიკელებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე, არჩევს, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
„ვერის უბნის მელოდიები” ხომ გახსოვთ, შუბას რომ მოიპარავენ, „ჩვენ ვიცით, ამ უბანში ვინ არის ამის გამკეთებელიო”?! ჩვენც ვიცით, ამ კადრების გამკეთებელი ვინ არის. ამაზე საუბარია, თუმცა მე ეჭვს არ გამოვთქვამ. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თუ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია და მსგავსი თემებით არ დაკავებულა. შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა გუნდის. არავითარი დასკვნების გაკეთებას მე არ ვაპირებ. ეს მათი ხელწერაა. აკეთებდნენ მსგავს რაღაცეებს. „მოდილირებული ქრონიკა” თუ რაღაც მსგავსი მათ ჰქონდათ. გამოძიება აქტიურად მიდის. ჩემი ინფორმაციით, ის თანამშრომლობს „ფებეერთად”. თავად ფაქტი, რომ საქართველოდან აიტვირთა, ბევრ კითხვას წარმოშობს. ცუდი იყო ის ჩანაწერები, როდესაც პრეზიდენტი ერთი თვის წინ ჩავიდა ავღანეთში და ასევე ცუდი იყო, როდესაც მისი ტელევიზია ამას აშუქებს. ეს არ იყო კორექტული”,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: