ბიძინა ივანიშვილი 15.00 საათზე მომავალ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს დაასახელებს

0

irakli_garibashvili_1საქართველოს მომავალი პრემიერის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის მოქმედი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი მედიას დღეს, 15:30 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში წარუდგენს.

მოქმედმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის მომავალი ხელმძღვანელი კოალიციის პოლიტსაბჭოს ბიზნესცენტრში უკვე წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე სრული მხარდაჭერა მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით მომავალ პრემიერად ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. წყაროს თქმით პრემიერმა ივანიშვილმა მომავალი პრემიერ–მინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა დაასახელა.

სხვა ახალი ამბები: