ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” ხელოვნების მუზეუმს გადასცა

0

11201813_10206803505956782_6449192704615971064_nყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” რომელიც კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.  ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

სხვა ახალი ამბები: