ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

0

ivanishviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ივანიშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებისადმი მიმართვაში განაცხადა, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე მაგარ ქვეყნებთან ერთად ვიქნებით გამარჯვებულები.

“დიდი მადლობა საქართველოს მოსახლეობას. როდესაც სკეპტიკოსები საოცარ კითხვებს სვამდნენ, ზოგიერთი კრიტიკოსი, ანალირტიკოსი, ექსპერტი სასწაულ განცხადებებს აკეთებდნენ, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რომ არ ესმოდათ საქართველოს მოსახლეობის. როდესაც მაიძულეს გამეკეთებინა პასუხი მეორე ტურთან დაკავშირებით, ამის გამო მინდა ბოდიში ვუთხრა ქართველ მოსახლეობას, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ეს იქნებოდა ტრაგედია ჩემთვის.

მეორე კი არა მესამე ტური რომ იყოს, სანამ ცოცხალი ვიქნები ჩემს ქვეყანას თავს შემოვევლები. ეს არ მინდოდა, ჩვენ განა ვერ გავიმარჯვებდით, მინდოდა დამენახა და გამეგო, რომ სწორად ვგრძნობ. თქვენ ამ დიდი სიყვარულს იმსახურებთ, ყველაფერს კარგს იმსახურებთ და მიიღებთ კიდეც. გილოცავთ და ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახელმწიფოს, ისეთს, როგორზეც ოცნებობდა ილია, ვაჟა და ჩვენი წინაპრები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: