ბიძინა ივანიშვილს ახალი პრემიერის კანდიდატურა თითქმის გადაწყვეტილი აქვს

0

ivanishvili-4ბიძინა ივანიშვილს მისი შემცვლელის კანდიდატურა თითქმის გადაწყვეტილი აქვს. მთავრობის მომავალ მეთაურსა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ვრცელ ინტერვიუს პრემიერი რადიო “თავისუფლებას” აძლევს.

კანდიდატის ვინაობის დასახელებაზე კი ივანიშვილი ამბობს: “ჯერ ადრეა. მე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ეს პარტნიორებს უნდა შევუთანხმო. მე, ერთი კაცი არ გადავწყვეტ ამას, ჩემი ეს ვარიანტი პოლიტიკურ საბჭოსაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც უნდა შევუთანხმო. ასეთ შემთხვევაში და უფრო გვიან, როდესაც დავიწყებ შეთანხმებას, საზოგადოებაც გაიგებს”, – განმარტავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ახლა ძირითადი აქცენტები საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გადავიტანოთ და არა იმაზე, ვინ იქნება მომავალი პრემიერი.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, პრემიერი აცხადებს, რომ რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ივანიშვილის თქმით, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია მას არ აქვს.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი მავთულხლართების საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ პოზიტიური დინამიკის პარალელურად, რუსეთის ეს ქმედება გაუგებარია. “რუსეთთან საბოლოოდ ურთიერთობების დალაგებით კი უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის დაწყება”, – აღნიშნავს პრემიერი.

სხვა ახალი ამბები: