“ბლოკ-ჯორჯიას”მიერ დახარჯული 400.000 ლარი და დაუსრულებელი სკოლის მშენებლობა სოფელ ლიაში (VIDEO)

0

skolaწალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საჯარო სკოლა, რომელიც გარეგნულად ევროპული სტანდარდების შესაბამისად გამოიყურება სავალალო მდგომარეობაშია. განათლების სამინისტრომ სკოლის მხოლოდ წინა ფასადის შეღებვაში კარ-ფანჯრების გამოცვლასა და წინა ფასადის შეღებვაში 69.000 ლარი დახარჯა.  ლიის საჯარო სკოლა, რომელიც 1936 წელს აშენდა მიუხედავი და გაურემონტებელია. სკოლის პედკოლექტივის განცხადებით სკოლაში გაუსაძლისი პირობების გამო ზოგჯერ სასწავლო პროცესიც ჩაშლილია.

სწორედ ამის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო ტენდერი გამოეცხადებინა და სკოლისთვის ცალკე შენობა აშენებულიყო. 940.000 ლარიან საქმეში ვალდებულება მხოლოდ 400.000 ლარად სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიამ“ აიღო. ტენდერში თავისთავა ამ კომპანიამ გაიმარჯვა და 2010 წელს სკოლის მშენებლობა დაიწყო.  „ბლოკ-ჯორჯიამ“ ქვემო იჯარობის პრინციპით მშენებლობის წარმართვა გადასცა ვეფხვია შონიას. ახალი სკოლის მშენებლობა დასრულებულია, რომელიც 8 საკლასო ოთახისგან შედგება და თან ფუნქციონირებს საპირფარეშო და და ბუფეტი. როგორც წალენჯიხის რესურსცენტრში და სკოლის პედკოლექტივში აცხადებენ მშენებლობა უხარისხოდ არის შესრულებული.

ლიის ახალი სკოლის მშენებლობაში ბევრი ხარვეზია დაშვებული. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნული ხარვეზები ვიდეოკადრების საშუალებით დააფიქსირა. მიზეზი რის გამოც წალენჯიხის გამგეობა სკოლის ახალ შენობას არ იბარებს, სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული უხარისხო სამუშაოებია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ტენდერის პირობებსა და ვალდებულებების დარღვევას  დეტალურად იძიებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა გულორდავას განცხადებით კომისია უახლოეს მომავალში დადებს თავის პასუხს, თუმცა ისინი ჯერჯერობით ექსპერტის დასკვნას ელოდებიან.

კომისიის დასკვნის დადებასთან ერთად გამორიცხული არ არის, რომ ცალკეული პირების პასუხიმგებლობის  საკითხიც დადგეს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: