ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში ცხრა ადამიანია დაღუპული

0

stiqiq tbilisshiამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში ცხრა ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება.

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად.

10506568_501432670011100_7186385869559853951_o11103230_501432186677815_8693054820094896807_o11111792_501432233344477_7229398409817080175_o11165121_501432453344455_539900462134858786_o11203511_501432283344472_4413021019570756425_o11402838_501432183344482_8522832502663407006_o11406445_501432570011110_5055175619072859890_o11538141_501432150011152_8723081729190884694_o10562760_501432776677756_1420007353213759066_oსტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატობირილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო.

საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება.

შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი.

მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

სხვა ახალი ამბები: