ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს

0

10881355_10152626638509779_1500006876_nადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე ადასტურებს.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელი გოგა ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთში გააკეთებს.

ადრიატიკის ზღვაში ბორანს ცეცხლი რამდენიმე დღის წინ, გუშინ გაუჩნდა. გემზე 8 ქართველი იმყოფებოდა, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე განხორციელდა. კიდევ ორი ქართველი კი მოგვიანებით იპოვეს.

სხვა ახალი ამბები: