ბრალის დამტკიცების შემთხვევაში როლანდ ახალაიას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

0

rolaaanddსაქართველოს მთავარი პროკურატურა სასამართლოს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიასათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დათქმულ ვადებში მიმართავს. ზუსტი დრო იმისა, თუ როდის მიმართავს სასამართლოს პროკურატურა, ჯერჯერობით უცნობია.

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის, კანონით განსაზღვრული ვადა 48 საათია.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. დეპუტატს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც დეპუტატის პასუხისგებაში მისაცემად პროკურატურას პარლამენტის თანხმობა აღარ სჭირდება.

როლანდ ახალაია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას მასზე და მის ოჯახზე ზეწოლად აფასებს.