ბრიუსელში შესაძლოა აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნას

0

maბრიუსელში შესაძლოა აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნას. ამ ინიციტივით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარალამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ბელგიელმა პოლიტიკოსმა და მწვანეთა პარტიის ერთ ერთმა დამფუძნებელმა მიმართა. ფრანკ შვალბა-ჰოთის  თქმით ბელგიაში საკუთარი წარმომადგენლობები აქვთ პალესტინასა, ტიბეტს და ბევრ სხვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებულ რესპუბლიკას, შესაბამისად აფხაზეთს შეუძლია ეს სამართლებრივი გზა გამოიყენოს და ბრიუსელში კულტურის ან ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე ცენტრი გახსნას.

ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ამ ინიციტივით აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას წარმომადგენლებს ევროპარლამენტში აფხაზური დღეების დროს გასულ თვეს მიმართა, თუმცა ამ მიმართვის ვიდეოჩანაწერი დღეს გახდა ხელმისაწვდომი. ფრანკ შვალბა-ჰოთის თქმით იმ სოხუმს ამ ცენტრის ფუნქციონირება 250 ათასი ევრო დაუჯდება და საქართელოს პროტესტის მიუხედვადაც მის ფუნქციონირებას პრობლემები ვერ შეექმნებაб რადგან ამის საშუალებას ბელგიური კანონმდებლობა იძლევა.

სხვა ახალი ამბები: