“ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის” “უპარტიო დეპუტატი” განცხადებას ავრცელებს

0

tengoooქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა “ბურჯანაძე დემოკრატებიდან” დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ.

“საზოგადოებას, ჩემს ამომრჩეველს, „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს“ მინდა ვამცნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მე პარტიული სიის პირველი ნომერი ვიყავი „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის“ პოლიტიკური პარტიიდან, როგორც ამ პარტიის უპარტიო მხარდამჭრერი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს და მინდა დავარწმუნო, რომ მე ვრჩები თქვენი შეხედულებების მხარდამჭერი.  დღემდე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, შეხედულება გამოთქმული საკრებულოს სხდომაზე და მის მიღმა, აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური პარტიის პოზიცია. დღეიდან რამდენადაც „ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციას“ დაენიშნა პარტიის თავმჯდომარე ბატონი გოგიტა ბიგვავას სახით, მე მომეხსნა მორალური ვალდებულება პარტიის სახელით განცხადებების გაკეთებისა. ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჩემი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში აქტიურად ვიქნები ჩართული, როგორც ქ. ზუგდიდის საკრებულოში, ისე მის გარეთ.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ მე ქ.ზუგდიდის საკრებულოში არამარტო პოლიტიკური პარტია „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერების თანადგომით ვიქნები დაკავებული, არამედ დავკავდები იმ ათასობით „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერების თანადგომითაც, რომლებმაც ზურგი შეაქციეს „ქართულ ოცნებას“ მათ მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. ამასთანავე იმ ზუგდიდელების თანამოაზრედაც და მხარდამჭერადაც მივიჩნევ ჩემს თავს, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარიასთან არ ასოცირდებიან და თავის თავს აძლევენ უფლებას იყვნენ აქტიურნი და მიუკერძოებელნი.

რაც შეეხება დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე ამ პოლიტიკური პარტიის შეურიგებელი ოპონენტი ვარ. მიზეზი? – „არავითარი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში“, „ესროლეთ ხელი არ აგიკანკალდეთ“, პოლიტიკური დევნა 1998 წლიდან მოყოლებული, ციხე, ჩემს საკუთარ სახლში ხელყუმბარის შემოგდება, ჩემი ოჯახის ახლო ნათესავებისთვის ასობით ათასი დოლარის ქონების წართმევა. ყოველივე ზემოთაღნიშნული მიზეზები მიმყარებს აზრს ჩემი შეხედულებების სისწორეში. და ბოლოს, ყველა ჟურნალისტს: პრესის, რადიოს, ტელევიზიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომლებთანაც ურთერთბაში დღემდე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ მომავალში მომიხსენიოთ, როგორც საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა“,-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: