ბუჯანაძის წინასაარჩევნო კლიპი იტალიელი პარტიზანების bella ciao-ზე აიგება?

0

bella-ciaoსაპრეზიდენტო კანდიდატები სულ მალე სატელევიზიო სივრცეში თავიანთ რეკლამებს განათავსებენ. ჯერჯერობით თითოეული საპრეზიდენტო კანდიდათის პიარ სამსახურები და წინასაარჩევნო შტაბები იმაზე ფიქრობენ თუ როგორი სახის კლიპები დაამზადონ და რა მელოდია შეურჩიონ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის  წინასაარჩევნო კლიპზე უკვე იფიქრეს და ერთ რამეზე შეჯერდნენ. ბურჯანაძის წინასაარჩევნო კლიპი ძირითადად უნდა ააგონ 26 მაისის კადრებზე და მელოდია, რომელიც ამ კადრებს დაამშვენებს, იქნება ცნობილი სიმღერა  bella ciao, რომელსაც იტალიელი პარტიზანები მღეროდნენ.

ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ბურჯანაძის შტაბში ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა არაოფიციალურად, კულუარებში დანამდვილებით საუბრობენ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: