გადაინაცვლებს თუ არა ედიშერ თოლორაია ზუგდიდის გამგეობიდან პარლამენტში?

0

1617682_547487758717749_1401318534091839243_oზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში 94-ე ნომერია. იმ შემთხვევაში თუ 93-ე ნომერი ელდარ კურტანიძე პარლამენტის წევრობაზე უარს განაცხადებს ედიშერ თოლორაია პარლამენტის წევრი ავტომატურად ხდება. ამის შესახებ განცხადებას პარლამეტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აკეთებს.

ზუგდიდის გამგებელი smo.ge-სთან აცხადებს, რომ ის იქ წავა, სადაც ყველაზე მეტად მის ქვეყანას სჭირდება, თუმცა თავად მაინც გამგებლობას ირჩევს.

“მე სკამს ნამდვილად არ ვარ მიჯაჭვული და წავალ იქ სადაც ქვეყანას ვჭირდები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი მშობლიური რაიონისთვის უფრო მეტის გაკეთება აქ შემიძლია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ხალხის აზრსაც, რადგან მე მანდატი სწორედ ხალხმა მომცა აქ. მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მე უნდა ვიყო  აქ, ჩემი ხალხის გვერდით, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები, მე სადაც ვჭირდები დღევანდელ ხელისუფლებას და ქვეყანას, იქ ვაპირებ ყოფნას”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ერთი წევრის დამატება მმართველი გუნდისთვის მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც ამავე გუნდის პარტიული სიით გასული დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა. ის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” პარტიული სიით შევიდა.

სხვა ახალი ამბები: