გადამდგარმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა საზოგადოებას მიმართა

0

anqvabiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ექს პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.  ანქვაბმა გადადგომის შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მიმართა.

„ძვირფასო თანამემამულენო, მოგმართავთ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელთა განვითარება აფხაზეთისთვის და მთლიანად აფხაზი მოსახლოებისთვის შეიძლება დამანგრეველი გახდეს.

27 მაისს ოპოზიციამ მიტინგი ჩაატარა, რომლის შემდეგ პრეზიდენტის ადმიანისტრაციის, მთავრობისა და ტელევიზიის შენობების ძალისმიერი დაკავება მოხდა. ისინი დღემდე დაკავებულია. ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპრაკებების გამართვას ცდილობდა, თუმცა მცდელობამ კომპრომისული გადაწვეტილების მიღებისკენ ვერ მიგვიყვანა. მე და ჩემს კოლეგებს გვესმოდა და გვესმის, რომ სტაბილურობის შენარჩუნება ორივე მხარეს არ სურდა, მათ საპირისპირო მითითება ჰქონდათ. თუმცა ჩემთვის, როგორც ქვეყნის მეთაურისთვის, კანონიერი პრეზიდენტსთვის, რომელსაც მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობა აკისრია და მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლე ანდეს, უმთავრესი იყო და რჩება მხოლოდ ერთი – სამოქალქო სიმშვიდის შენარჩუნება, სისხლისღვრის არიდება. ეს საშიშროება კი შექმნილ ვითარებაში ძალზედ მაღალია– ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებსაც ვერაფერი შეაჩერებთ. ისინი საკუთარი ამბციების დასაკმაყოფილებლად ადამიანების სიცოცხლესაც  გაწირავენ.

ალექსანდრე ანქვაბისთვის თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობა  უზენაეს ღირებულებას არ წარმოადგენს. სხვაგვარად რომ იყოს, მე მოვიქცეოდი ისე როგორც ჩვენი ოპონენტები იქცევიან.

თქვენ პირველივე დღიდან ხედავთ, კონკრეტულად რა ამოძრავებს ოპოზოცას– ეს არის კაბინეტების განაწილება. მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილვადი ნაწილია. საუბარი რაიმე სახის რეფორმებზე არ მიდის. მათი ნამდვილი ინტერესები და მადა ყოველდღიურად გაიზრდება. ამ მადის უკან გაცილებით დიდი რამ იმალება: აფხაზური სახელმწიფოებრიობის საშიშროება. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში მარტივია დაკარგო საცხოვრებელი სივრცე – აფხაზეთი შეიძლება აღარ იყოს.

 შემიძლია დავამატო : დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტზე თავდასხმების უკან ის ძალები დგანან, რომლებიც ოპოზიციას მატერიალურად და მორალურად უჭერენ მხარს. სახელმწიფო გადატრიალების ერთ–ერთი ამოცანა აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულების გათავისუფლებაა.

ცნობილია ისიც, რომ ანქვაბის ფიზიკური ლიკვიდირება  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების დროსაც იყო ჩაფიქრებული.

ძვირფასო თანამემამულენო!

მთელი ეს დღეები მე აფხაზეთში ვიმყოფები, არსად გავმგზავრებულვარ.  მოლაპრაკებებს ვმართავდი, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, საზოგადეობის წარმომადგენლებს ვხდებოდი. ჩემთვის არ იყო მარტივი ჩემი მომხრეების, ამომრჩევლების, ხალხის დარწმუნება, რომ ემოციამ არ უნდა გადაწონოს, რომ შეტაკება ნებისმიერი მეთოდით უნდა ავირიდოთ.

ხალხი შეშფოთებულია კონსტიტუციის უგულებელყოფის, მორალის ნორმების დარღვევის, ოპოზიციის აგრესიული განწყობისა და პრეზდენტის ადმინისტრაციასთან  საზეიმო ცეკვების მოწყობის გამო.

ამავდროულად,  მოთმინების გამოჩენაა აუცილებელი, პროვოკაციების არ აყოლა. სწორედ კატასტროფის აცილების მიზნით, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ კრიტიკულ ვითარებაში შეშფოთებას გამოთქვამდა, სახალხო კრების გამართვისგან თავი შეიკავონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ პოზიციას გაგებით მოეკიდებით  და რაოდენ არ უნდა გაგიჭირდეთ დაეთანხმეთ მას.

ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი და ეჭვი არ მეპარება მხარდაჭერის გულწრფელობაში. ამ დღეებში ასობით შეტყობინება მივიღე, ასობით ზარი ადამიანებისგან  რომლებსაც პირადად ვიცნობ. თუმცა უმრავლესობა იყო ისეთი ადამიანები რომლებსაც არ ვიცნობ. მათმა დამოკიდებულებამ ჩემდამი, ქვეყნის ბედისადმი გული ამიჩუყა. კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რომ ჩვენი შრომა ფუჭი არ იყო, რაღაცით მაინც დავეხმარეთ  ადამიანებს. სხვაგვარად არც არასოდეს მიმუშავია.

დღეს, საზოაგდოების წარმომადგენლებთან, ამომრჩევლებთან, თანამოაზრეებთან უამრავი კონსულტაციების შემდეგ მე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. ის არ პასუხობს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის განწყობას, მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევ რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა .

პარლამენტის უკანასკნელი აქტები კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუმცა, ამ პირობებში მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას  მივიჩნევ პოლიტიკურად მისაღებად, თუმცა ისიც არაკანონიერია – ეს არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.

აქედან გამომდინარე, ქვეყნაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსიტიტუციის 65–ე მუხლის თანახმად, მე აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდექი.

ყველას სიმშვიდისკენ, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებასა და ნორმალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარებისკენ მოვუწოდებ.

ა. ანქვაბი

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

2014 წლის  1 ივნისი” – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: