გაერთიანებული წყალმომარაგება მესტიის მოსახლეობას ფიქსირებულ გადასახადს დაუწესებს

0

wyalmomaragebaსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მესტიის მოსახლეობას წყალმომარაგების სისტემის გამრიცხველიანებასა და გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს.

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, კუბურ მეტრზე წყლის გადასახადი შეადგენს 0.49 ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული გადასახადია 2.15 ლარი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაზრებები წყლის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ნაწილი ფიქსირებული გადასახადის მომხრეა, ნაწილი მრიცხველის მიხედვით გადახდას ემხრობა. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ზამთრის პერიოდში გადასახადი დაწესდეს სულადობის მიხედვით, ხოლო ზაფხულში – მრიცხველის მიხედვით.

სხვა ახალი ამბები: