გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიმა საქართველოსადმი ძირითადი შენიშნვები გამოაქვეყნა

0

thგაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებული ძირითადი შენიშვნები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფატების გამოძიების საკითხს ეთმობა, როგორიცაა სამოქალაქო პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქონების ჩამორთმევის შემთხვევები.

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რათა იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რათა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის სახითაც“, – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმეტნში ხაზგასმულია, რომ გამოძიება უფრო მძიმე მუხლებით უნდა წარიმართოს, ვიდრე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან ჩადენილი დანაშაულებები შესაძლოა, კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
„კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, მათ შორის საქმეებისა, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

 

სხვა ახალი ამბები: