გათავისუფლდება თუ არა ახალაია გირაოს სანაცვლოდ?-სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

0
20424_10151259703624752_1567915160_nთბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე შს და თავდაცვის მინისტრ ბაჩანა ახალაიას ადვოკატებმა მისი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატებმა შუამდგომლობის არგუმენტად დაასახელეს გარემოება, რომ გამოძიება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებულია, დაკითხული არიან მოწმეები, ასევე აღარ არსებობს ბაჩო ახალაიას მიმალვის საფრთხე, რადგან იგი მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი ნებით წარდგა.
აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ ეთნხმება და ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.
ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.

 

სხვა ახალი ამბები: