“გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”- ზუგდიდის გამგეობაში აქცია მიმდინარეობს

0

10005957_667052373427953_5688891017814994078_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სისხლის ცენტრალური ბანკის ეგიდითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით აქცია, „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის 45 დონაცია განხორციელდა.

სისხლის ცენტრალური ბანკი ყველა ჯგუფისა და რეზუსის სისხლით 80 – მდე სამედიცინო დაწესებულებას ამარაგებს. “გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” აქციაში მონაწილე დონორებს პირველადი უფასო კვლევა უტარდებათ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა: B,C – ჰეპატიტი და აივ შიდსი.

აქციაში მონაწილეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ა.ა.ი.პ-ებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები იღებენ.
აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ დილის 9 საათიდან დაიწყო და საღამომდე გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: