გაიწვევენ თუ არა ქალებს ქართულ ჯარში?

0

qalebi jarSiსაკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, უნდა გაიწვიონ თუ არა ქალები ჯარში. როგორც  გაირკვა, მოქალაქე გიორგი კეკენაძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებები სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.

მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ამავე კატეგორიის მამაკაცები წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ეს პირები სადავო ნორმის ძალით გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით თითოეული ადამიანისათვის გარანტირებული თანასწორობის უფლება.

„მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას ასევე მიუთითებს დამატებით უარყოფით შედეგზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. შესაბამისად, განსხვავებით სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე ზოგადად ამავე კატეგორიის მამაკაცები ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას” – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიაში.

სასამართლომ  საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი დასაშვებად სცნო.