გალერეა “ვერნისაჟში” ბარბარა ასლამაზაშვილის პერსონალური გამოფენის დახურვა მოეწყობა

0

10744737_905631856121274_1447934843_nგალერეა ვერნისაჟში ხვალ   ახალგაზრდა მხატვრის ბარბარა ასლამაზაშვილის პერსონალური გამოფენის დახურვა მოეწყობა. გალერეა მხატვრის გამოფნას ერთი კვირის განმავლობაშ მასპინძლობდა, სადაც 27 –მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

პერსონალურ გამოფენას მხატვარმა სიმბოლური სახელი ,,ნატურმორტ–მკვდარი ბუნება’’ შეურჩია. ნამუსევრები, რომელიც გალერეაში გამოიფინა ბარბარე ასლამაზაშვილის 3 წლიან პერიოდს მოიცავს. ახალგაზრდა ხელოვანს არაერთი სცენა გაუფორმებია და კინოპროექტებში უმუშავია. გავლილი აქვს პრაქტიკები გერმანიის ერთ-ერთ ოპერის თეატრში, (ქ. იმლინგი) სადაც იმუშავა სამი სხვადასხვა ოპერის ,,მაკბეტი‘‘ (ჯ. ვერდი), ,,აიდა‘‘ (ჯ. ვერდი)

,,ტრუბადური‘‘ (ჯ. ვერდი) გაფორმებაზე.  იყო საზოგადოებელი მაუწყებლის მე-3 არხის დამდგმელი მხატვარი. მუშაობდა კოსტუმების მხატვრის ასისტენტად  მხატვრულ ფილმზე – ,,სიმინდის კუნძული’’ (რეჟ. გ. ოვაშვილი).

მოკლემეტრაჟიანი ფილმის – ,,ქალაქის ღია ფანჯრები’’ (რეჟ. თ. ნარიმანიძე)  ,,დუტა პროდაქშენი’’, ,,იასამნისფერი ალმანახი …და მერე?!’’ დამდგმელი მხატვარი.

ბარბარა  ასლამაზაშვილი   დაიბადა 1989 წლის, ქ. თბილისში. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. არის პრაღის კვადრიენალეს საგანმანათლებლო პროექტის ,,სცენოფესტი 2011 Dისკ სტორყ,   შტრეეტ სტორყ”  გამარჯვებული პროექტების ავტორია. OIშთAთ-ჩჭG, სცენოგრაფთა მსოფლიო გაერთიანების,  PQ’11 პრაღის კვადრიენალე 11-ის, ფილიპინების სამუშაო კომიტეტის და IთI–ის იუნესკოს ,,დრიმ ცენტრი’’ სინაგის მისი ნამუშევარი  ,,მედეა’’ (ევრიპიდე), მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში.  არის ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.

სხვა ახალი ამბები: