გალიდან გატაცებული ნოშრევან მიქაიას გამოსასყიდად გამტაცებლები 30.000 დოლარს ითხოვენ

0

dolariგალის რაიონიდან გატაცებული 45 წლის ნოშრევან მიქაია ოჯახს გამტაცებლები დღეს უკვე მეორედ დაუკავშირდნენ. მათ ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ნაცვლად 30 სექტემბერს მოთხოვნილი გამოსასყიდისა, ისინი ამჯერად 30.000 ამერიკულ დოლარზეც თანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ გამტაცებლები მიქაიების ოჯახს გატაცების დღეს, 30 სექტემბერს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ნოშრევან მიქაია მათ ჰყავთ. ერთ- ერთი ვერსიით, გატაცება მოკრეფილი თხილის გაყიდვიდან აღებულ თანხას უკავშირდება და გამტაცებლები თავდაპირველად 50 ათას დოლარს ითხოვენ.

ეს უკვე ამ თვეში გალის რაიონში ადამიანის გატაცების მესამე შემთხვევაა.

სხვა ახალი ამბები: