გალის გასაკონტროლებლად მოსკოვიდან ჩხორთოლში მამუკა ჭკადუა დაბრუნდა

0

mamykagalskiiაფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონის გასაკონტროლებლად მოსკოვიდან ე.წ “კანონიერი ქურდი” 42 წლის მამუკა ჭკადუა დაბრუნდა. ოფიციალური მონაცემებით ჭკადუა მოსკოვიდან დაბრუნდა როგორც დეპორტირებული, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ 5 წლით თავის ტერიტორიაზე შესვლაც აუკრძალა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება ჭკადუა მეტსახელად “მამუკა გალსკი” განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული კრიმინალია, რომელიც ვალმირ ბუთბასა და ოთარ ტურნანბასთან დაახლოებული პირი იყო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ინფორმაციით მამუკა ჭკადუა აფხაზეთში ერთი კვირის წინ დაბრუნდა და მართვის სადავეები უკვე აიღო.

მამუკა ჭკადუას მოსკოვიდან დეპორტირებაზე იტყობინება რუსული გამოცემა ” პრაიმ-კრიმი”. საგაზეთო სტატიაში ნათქვამია, რომ ჭკადუა რუსეთის ფედერაციამ გააძევა საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც სასტიკი კრიმინალი.

მამუკა ჭკადუა აფხაზეთში საკუთარ სახლში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ჩხორთოლში სამსართულიან ვილაში დაცვასთან ერთად დაბინავდა.

სხვა ახალი ამბები: