გალის დე ფაქტო გამგებლის განცხადებით ყველა ლიკვიდირებული “ამნისტირებული ქართველია”

0

nadarayaგალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აფხაზურ გამოცემებს სიდა-რეფის საზღვართან წარმოებული სპეცოპერაციის დეტალებს აცნობს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნადარაია აცხადებს, რომ ბანდფორმირება, რომელმაც გალის რაიონის სოფელ სიდიდან ქართველი ახალგაზრდა გაიტაცა მთლიანად ლიკვიდირებულია. გალის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბანდფორმირება შექმნილი იყო იმ ყაჩაღების მიერ. რომლებიც 2012 წლის ბოლოს საქართველოში ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლდნენ.

თემურ ნადარაიას განცხადებით ის ხვალ ჟურნალისტებს წარუდგენს დოსიეს და იმ პირთა ვინაობას, რომელთა ნაწილი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო ნაწილი სოხუმის ციხეში იმყოფება და დაკითხვის პროცესს გადიან.