გალის მილიციამ ქართველი ქალები ხაჯინბას პოზიციის გაპროტესტებისთვის დააკავა

0
??????????გალის მილიციის დროებითი დაკავების იზოლატორში  რამოდენიმე ქართველი ქალბატონი იმყოფება. გალის მილიციამ ისინი ხაჯიმბას პოზიციის ღიად გაპროტესტებისთვის დასაჯა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ლიდერმა ნონა უბილავამ განუცხადა.
”ხვალ სოხუმში იგეგმება ამ ქართველთმოძულე ოპოზიციონერის, რაულ ხაჯინბას მიტინგი მოთხოვნით, გალელები გაასახლონ საკუთარი მიწა-წყლიდან. ჩემი ინფორმაციით გალის მოსახლეობა აპირებს და გეგმავს ხვალ სოხუმში ხაჯიმბას მიტინგის საწინააღმდეგო აქცია გამართოს. თუმცა ამასთანავერ ვიგებ რომ მათ ე.წ. კანალზე რუსები ოკუპანტები არ გაატარებენ. მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე უშველეთ ამ ხალხს. თუ დავკარგეთ ისინი ვკარგავთ აფხაზეთს და შესაბამისად სახელმწიფოებრიობას.”-აცხადებს ნონა უბილავა.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციას აფხაზეთში მოქმედი ე.წ პოლიტიკური პარტიები, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ, სადაც იმავე დღეს სესიაა დანიშნული. პარტიის ლიდერები გამოდიან ინიციატივით, ე.წ კანონმდებლები აიძულონ შეცვალონ მოქმედი კანონი პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქცია სოხუმში ხვალ, 11.00 საათზეა დაგეგმილი.

 

სხვა ახალი ამბები: