გალის მილიციიდან მოხსნილი “მეგრელი” მილიციელები გუდაუთელებმა ჩაანაცვლეს

0

miliciaგალის რაიონის მილიციიდან, სამმართველოს უფროსმა ლაურენს კოღონიამ  მილიციის თანამშრომელთა უმრავლესობა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად კოღონიამ მათი ქართული წარმომავლობა დაასახელა. როგორც smo.ge-ს წყარო გალის რაიონიდან იტყობინება, გათავისუფლებულ პოლიციელთა რიცხვი მატულობს ოჩამჩირესა და სოხუმშიც. “მეგრელი” მილიციელები გალის რაიონში უკვე ჩაანაცვლეს გუდაუთიდან ჩამოყვანილმა ახალმა კადრებმა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, გუდაუთელი პოლიციელები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან და შიშობენ, რომ მათთან ერთად ცხოვრება გალში გაუჭირდებათ.

“ძირითადი მიზეზი მათი გათავისუფლების არის ის, რომ მათ აქვთ ქართული წარმომავლობა ანუ არიან გალში მცხოვრები მეგრელები. კოღონიამ დაიბარა ყველა ის მილიციელი, რომლებიც იყვნენ მეგრელები და უთხრა პირდაპირ, რომ მას დავალებული აქვს “ზემოდან” ყველა მეგრელის თანამდებობიდან გათავისუფლება. აქვე აღუნიშნავს მას, რომ გული წყდება მათ გაშვებაზე, თუმცა ის ამ სიტუაციაში ვერაფერს გახდება. გალის მილიციიდან გათავისუფლებული მილიციელების ნაცვლად ახლა უკვე გუდაუთიდან ჩამოყვანილი მილიციელები მუშაობენ. ისინი ისეთი სასტიკები და შეუბრალებლები არიან, რომ ალბათ ძალიან გაგვიჭირდება მათთან ერთად გალში ცხოვრება,”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

წყაროს განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ მილიციის მსგავსად თანამდებობიდან გათავისუფლდნენ გალის რაიონის სოფლების ის გამგებლები, რომელთა წარმომავლობაც ასევე ქართულია.

სხვა ახალი ამბები: