გალის მოსახლეობა სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების გაცემას ითხოვს

0
გალიგალში მცხოვრები ოჯახები სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას ითხოვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს აქვთ მინიმალური შემოსავალი მათთვის ნამდვილად აუცილებელია ამ სახის მხარდაჭერა.
ქართული მხარე აფხაზეთში მცხოვრებთ შეძლებისდაგვარად უჭერდა მხარს ამ და სხვა სახის დახმარებით, თუმცა ეს ყველაფერი კეთდებოდა არაოფიციალურად. მიუხედავად იმისა რომ აფხაზებმა ხშირად ამის შესახებ იცოდნენ კიდეც მაინც არ ეწინააღმდეგებოდნენ დახმარების შეტანას.
ამ ეტაპზე რუსული მხარის მიერ გამკაცრებული მიმოსვლის და სასაზღვრო ზოლის მაქსიმალურად ჩაკეტვის პირობებში რაიმე სახის დახმარების შეტანაც გართულებულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის”  ხელმძღვანელი ნონა უბილავა გამოსავალს
აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორის ჩართვაში ხედავს.images
“პირველ რიგში უნდა იყოს ქართული მხარის ნება, რომ ბიუჯეტიდან მოხდეს დამატებითი თანხების გამოყოფა. შემდეგ ჩართული უნდა იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ ეტაპზე მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩატარდეს იმ ოჯახების მონიტორინგი, რომლებიც გადასულები არიან გალში და ნამდვილად ცხოვრობენ იქ. მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური აფხაზეთში მცხოვრები ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად,”– აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

სხვა ახალი ამბები: