გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის დე-ფაქტო გამგებლები პროკურატურაში დაკითხეს

0

1382136_450961658349978_1374337880_nთვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პროკურატურაში გამგებლების დაკითხვის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხია. ამ თემაზე საქმის აღძვრის მოთხოვნით სოხუმის “პროკურატურას” აფხაზურმა ოპოზიციამ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის “დევნილები მშვიდობისათვის” ლიდერმა ნონა უბილავამ smo.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

გალის დე ფაქტო გამგებელი ბესლან არშბა, ტყვარჩელის “გამგებელი” თემურ გოგუა და ოჩამჩირის “გამგებელი” მურმან ჯობავა უბილავას ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ და მათ დე ფაქტო პროკურატურა “პასპორტების” უკანონო გაცემაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობა გაცემული “პასპორტების” უკან ამოღებას იწყებს, რაც ხელს შეუშლის აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილებას.

დე ფაქტო მთავრობამ გასული წლების განმავლობაში ე.წ. აფხაზური პასპორტი 27 000 ეთნიკურ ქართველზე გასცა.

 

სხვა ახალი ამბები: