გალის რაიონის სოფელ განახლებიდან ჯამბულ ფაცაცია გაიტაცეს

0

11079680_1627063034194602_709463184_nშეიარაღებულმა პირებმა გალის რაიონის სოფელ განახლებიდან გაიტაცეს ადგილობრივი მკვიდრი ჯამბულ ფაცაცია. თავდამსხმელებმა გატაცებული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე ისინი ოჯახს არ დაკავშირებიან. აქედან გამომდინარე, ჯამბულ ფაცაციას გატაცების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ცნობისათვის, ჯამბულ ფაცაციას ვაჟი ზუსტად სამი წლის წინ აფხაზმა ე.წ სამართალდამცავებმა მოკლეს. იგი ყაჩაღობის ფაქტზე იქნა შემჩნეული და დაკავების მომენტში ე.წ სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.