გალის რაიონის სოფელ თაგილონში 52 წლის მამაკაცი გამტაცებლებმა მოკლეს

0

13970105აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე 52 წლის მამაკაცი გამთაცებლებმა გამოსასყიდი თანხის მიღების შემდეგ ცემით მოკლეს და საქართველო-აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან დააგდეს. სოფელ თაგილონის მკვიდრი ემზარ ეთერია 3 დღის წინ საკუთარი ოჯახიდან ქართულ-აფხაზურმა დაჯგუფებამ გაიტაცა და ერთ საათში ოჯახს გამოსასყიდის სახით 30.000 დოლარი მოსთხოვა.

“ამდენ ფულს ალბათ ვერასოდეს შევაგროვებდით და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ახლობლებისა და ნათესავების დახმარებით 9 000 ლარამდე შევაგროვეთ. გადახდის შემდეგ კი გამტაცებლებმა ემზარი საცხოვრებელ სახლთან ახლოს სასტიკაც ნაცემი, უგონო მდგომარეობაში დატოვეს. ეს არის სოფელ თაგილონის ტერიტორია, რომელიც ზუგდიდის რაიონს ესაზღვრება”-აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

წინასწარი ინფორმაციით ემზარ ეთერიას სასიკვდილო დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით, კერძოდ კი ავტომატის კონდახით. მას ასევე დაზიანებები ჰქონდა თავის არეშიც. ემზარ ეთერია ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” შემოვლითი გზებით მიიყვანეს, თუმცა იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ემზარ ეთერიას ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ თავდასხმმები მათ ოჯახზე ისევ განხორციელდება. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

სხვა ახალი ამბები: