გალის რაიონის სოფელ მზიურიდან რუსლან მიქაია გაიტაცეს

0

news_44585გალის რაიონის სოფელ მზიურიდან რამდენიმე საათის წინ ადგილობრივი  რუსლან მიქაია გაიტაცეს. გამტაცებლები თავდაპირველად თავს დაესხნენ მიქაიების ოჯახს და ნახევარსაათიანი სროლების შემდეგ სახლიდან გაიყვანეს ოჯახის უფროსი. თვითმხილველთა განცხადებით, გამტაცებლები საბჭოთა წარმოევის უნომრო ავტომანქანით იყვნენ მოსული. რუსლან მიქაია მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ.

საათნახევრიანი პაუზის შემდეგ გამტაცებლები მიქაიების ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდნენ და გატაცებულის გამოსასყიდად 50.000 დოლარი მოითხოვეს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამტაცებლები რუსლან მიქაიას ლიკვიდაციით იმუქრებიან. გამტაცებლებმა ოჯახს თანხის გადახდისთვის გერთკვირიანი დრო მისცა.

სხვა ახალი ამბები: