გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში ავტობუსი დააყაჩაღეს

0

bargebiდღეს დილით ქვემო ბარღებიდან ენგურის ხიდისკენ მომავალი ავტობუსი დააყაჩაღეს, რომლითაც გალის ქვედა ზონის სოფლებში მცხოვრები ქართველები მგზავრობდნენ. მათ ზუგდიდის ბაზარში გასაყიდად მიჰქონდათ სოფელში წარმოებული პროდუქცია. მგზავრების ინფორმაციით თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანი სცემეს. მგზავრებს წაართვეს გასაყიდად გამზადებული ყველი, სიმინდი და და შინაური ფრინველებიც კი.

“თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ და ისინი მეგრულად გველაპარაკებოდნენ. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. როგორც კი ავტობუსი სოფლიდან დაიძრა იქვე ას მეტრში ტყიდან გამოხტნენ და ავტობუსი გააჩერეს. მგზავრებს ავტობუსიდან ჩამოსვლა მოსთხოვეს დათუკი ვინმეს ფული ედო ჯიბეში ყველას წაართვეს. ყველას რაღაც მიგვქონდა ზუგდიდში გასაყიდად რომ ორი კაპიკი გაგვეკეთებინა და აქეთ რაღაც წამოგვეღო სააღდგომოდ. ყველაფერი წაგვართვეს, მამაკაცები კი სცემეს.”-აცხადებს ქვემო ბარღების მკვიდრი ლენტუშა მ.

 

სხვა ახალი ამბები: