გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან გივი ძანძავა გაიტაცეს

0

gali1გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან წუხელ, გვიან ღამით ადგილობრივი მკვიდრი გივი ძანძავა გაიტაცეს. ძანძავების ოჯახში დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ხუთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ოჯახის უფროსს მათთვის დამორჩილება და გაყოლა უბრძანა.

გატაცებიდან ერთ საათში გამტაცებლები ძანძავას ოჯახს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 100.000 ამერიკული დოლარი მოითხოვეს. ჯერჯერობით ოჯახი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარების გაკჯეთებას თავს არიდებს, თუმცა აცხადებენ, რომ ამ თანხის მოგროვებას ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარ ფაქტს ადასტურება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოში ოთარ გოგოხიაც.

სხვა ახალი ამბები: