გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს

0

images3გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან წუხელ ჯერჯერობით დაუდგენელმა ბანდფორმირებებმა საკუთარი სახლიდან  ადგილობრივი მკვიდრი რუბენ ყოლბაია გაიტაცეს. როგორც სარწმუნო წყარომ გალის რაიონიდან საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობა ყოლბაიას გამტაცებლები მის ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 100.000 დოლარის გადახდა მოითხოვეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გატაცებულის ვაჟს ლაშა ყოლბაიას დაუკავშირდა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეტექტივია. ლაშა ყოლბაიამ გატაცების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სხვა ახალი ამბები: