გალის რაიონში აფხაზურმა მილიციამ რვა ადამიანი დააკავა (ვიდეო უკომენტაროდ)

0

va dakavebuliგალის რაიონის მილიციის თანამშრომლებმა ე.წ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც გალის რაიონში დაკავებულია რვა ადამიანი. როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან რვავე დაკავებული 1992-93 წლებში საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გახდა მათი დაკავების ძირითადი მიზეზი.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით ბოლო წლების განმავლობაში ისინი გალის რაიონში ცხოვრობდნენ და ხელმძღვენელობდნენ სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც გალისა და ოჩამჩირის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც ერთ-ერთი დაკავებული, გალის რაიონის სოფელ მახუნჯიას მკვიდრი ომარ აფშილავა აღიარებით ჩვენებებს აძლევს აფხაზურ ე. წ სამართალდამცავებს.

რვა ქართველის გალის რაიონში დაკავების ფაქტს პროვოკაციულს უწოდებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ოთარ გოგოხია. გოგოხიას განცხადებით ომის მონაწილე ქართველები დღემდე ვერაფრით ვერ იცხოვრებდნენ გალის რაიონში, მითუმეტეს დაკავებულ პირებზე ლეგიტიმურ მთავრობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

“ჩვენი წყაროებით გადავამოწმეთ და ვერ დავადგინეთ ამ პირების ვინაობა, ასევე უცნობია თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები, ჩვენთვის არ მოუმართავთ არც მათ ნათესავებს. ჩვეულებისამებრ ასეთი შემთხვევების დროს ისინი გვიკავშირდებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ეს უფრო გავს პროვოკაციას”-აცხადებს ოთარ გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: