გალის რაიონში მცხოვრები ქრთველები რუსმა ოკუპანტებმა “Persona non grata”-დ გამოაცხადეს

0

personaგალის რაიონში უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც იმ პირებს გამოავლენს ვინც არ ცხოვრობს ან დროებით ცხოვრობს გალის რაიონში. ასეთი პირები კი ოკუპირებულ ზონაში პერსონა ნონ გრატებად გამოცხადდებიან და მათ არ ექნებათ გალის რაიონში ცხოვრების საშუალება. გარდა ამისა აფხაზური მხარის მიერ მკაცრად გადამოწმდება გალის რაიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საქმიანობა.

“ძალიან დაძაბული სიტუაციაა გალის რაიონში. უკვე ყველა ქართველს ეჭვის თვალით უყურებენ და ცდილობენ რაიმე პროვოკაციაზე წამოაგონ და დააპატიმრონ. აბსოლიტურად ისმინება ამობაილის ტელეფონები და ასევე აქუაფონიც. სოფლებში გაძლიერებულია პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების კონტროლი. თავად ამბობენ, რომ ეს უკავშირდება აფხაზეთში მოახლოებულ თხილის სეზონს და ამ მხრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, თუმცა არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ ისინი მუშაობენ ანტიქართულ აგიტაციაზე”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარი წყაროს ცნობით გალის რაიონის ერთ-ერთი ქართული სკოლის კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს მხოლოდ იმიტომ აუკრძალეს გალის რაიონში შესვლა, რომ მათ სკოლის დამთავრება ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს.

“15 კურსდამთავრებული და მათი მშობლები გალის რაიონში პერსონა ნონ გრატებად მხოლოდ იმიტომ გამოცხადდნენ, რომ მათ სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში გააკეთეს. მესამე დღეს, როდესაც მოსწავლეები და მათი მშობლები უკან საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ, რუსმა ოკუპანტებმა არ შეუშვეს. მიმართეს გალის ადმინისტრაციას, იყო სათელეფონო ზარები, თუმცა ამაოდ. ისინი დღესაც ზუგდიდის და სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში არიან თავიანთ ნათესავებთან”-აცხადებს წყარო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ერთ-ერთ ოჯახს დაუკავშირდა, რომლებმაც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ მათ მართლაც არ აქვთ გალში ცხოვრების უფლება.

“საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის 15 ივნისი, როცა ზუგდიდში გვიან ღამემდე ავღნიშნავდით სკოლის დამთავრებას. მეორე დღეს დაახლოებით 5 საათზე მივადექით ე.წ საზღვარს, თუმცა რუსებმა საკუთარ სახლებში შესვლის უფლება არ მოგვცეს. დღემდე ვცხოვრობთ ნათესავების სახლში. არც ტანსაცმელი წამოგვიღია გალიდან და არც რაიმე სხვა საჭირო ნივთი. უკვე 20 დღეზე მეტია სხვის სახლში ვცხოვრობთ. რამოდენიმეჯერ ვცადეთ გალში შესვლა, თუმცა როგორც გავიგეთ თუ ჩვენს სახლებში მაინც შევძლებთ გადასვლას ადგილზე მაინც დაგვაკავებენ, რადგან, როგორც ამბობენ ჩვენი საკითხი გალის ადმინისტრაციაში ძალიან მკაცრად დგას.”-აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი ნ.გ

სხვა ახალი ამბები: