გალის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა ქართველები ავტომატის კონდახით სცემეს (VIDEO)

0

avtomatiარასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის” ლიდერმა ნონა უბილავამ დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა იყო გალის რაიონში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი, როცა ქართველები რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და უკანონო პატიმრობაში რვა საათის განმავლობაში ჰყავდათ.

ნონა უბილავას განცხადებით, რუსი ოკუპანტები დაკავებულ ქართველებსუმოწყალოდ სცემდნენ და თავის არეში ავტომატის კონდახით სცემდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი მოუწოდებს ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ტოივო კლაარს, აღდგეს გალის რაიონში ხუთმხრივი მოლაპარაკებები რათა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: