გალის სკოლებისთვის მეგრული დედა ენა “ჩქიმი ნინა” გამოიცა

0

AFX-ENA1გალის ქართულენოვან სკოლებში აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო მომავალი წლიდან მეგრული ენის სწავლების შემოღებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ინტერნეტ პორტალები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ამის პარალელურად კი ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებ გვერდი “ლაზარე” ექსკლუზიურად აქვეყნებს მეგრული დედა ენის ფოტოებს.

AFX-ENA2როგორც ირკვევა მეგრული დედა ენის ავტორი გალში დაბადებული ვინმე ნარგიზა ბასარიაა. ბასარიას შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები მეგრულ და რუსულ ენებზე წიგნის ბოლო გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც წიგნის ავტორის ფოტოც ახლავს თან. აფხაზური ინტერნეტ პორტალების წინასწარი ინფორმაციით მეგრული დედა ენის სწავლება მომავალი წლიდან სავალდებულო გახდება. “ლაზარეს” ინფორმაციით წიგნი, რომელიც გალის ქართული სკოლების პირველკლასელთათვის არის განკუთვნილი სულ 500 ცალი დაიბეჭდა.

სხვა ახალი ამბები: