გალის სკოლებში ახალი სასწავლო წელი 2 სექტემბერს დაიწყება

0

galiაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განცხადებით სასწავლო პროცესი აფხაზეთის ყველა სასწავლო დაწესებულებაში ოქტომბერ-ნოემბრისთვის შეჩერდება. ამის მიზეზად აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტრო სოხუმსა და გაგრაში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადებას ასახელებენ.  აღნიშნული განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო ტელერადიო კომპანიამ გაავრცელა.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი გალის რაიონის ქართული სკოლებისთვის. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას გალის რაიონის ერთ-ერთი ქართული სკოლის პედაგოგმა განაცხადა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არავის გაუფრთხილებია.

”ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ვიცი მხოლოდ ის, რომ სასწავლო პროცესს აფხაზეთის სხვა სკოლებთან ერთად ვიწყებთ 2 სექტემბერს და ვემზადებით ამისთვის. ქართულ სკოლებში მომუშავე პედაგოგებმა ჩვენს სკოლებში სიარული უკვე 20 აგვისტოდან დავიწყეთ. გალის განათლების განყოფილებამ რაღაც სახსრები გამოყო და ვცდილობთ საკლასო ოთახები და საერთოდ სკოლის გარემო მოვაწესრიგოთ”-აცხადებს გალელი პედაგოგი ლ.რ

სხვა ახალი ამბები: