გალის სკოლებში ქართული ენის რუსულით ჩანაცლების პროექტი ფინანსების არქონის გამო ჩავარდა

0

8675A838-8FBD-40A0-98B7-E270B0546BFB_mw1024_n_sოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი ტრადიციულად 1 სექტემბერს იწყება, თუმცა როგორც აფხაზური მედია ამტკიცებს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ზოგიერთ სკოლას დახურვა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით მცირერიცხოვან სოფლებში სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება დამატებით ხარჯებს უკავშირდება, რის გამოც მათი ნაწილის გაუქმება აუცილებელია. ბავშვები, რომლებიც “დასახურ” სკოლებში ეუფლებოდნენ სწავლა-განათლებას რაიონული ცენტრის სკოლებით უნდა ისარგებლონ. 

იმისათვის, რომ სოფლად მცხოვრებმა მოსწავლეებმა რაიონულ ცენტრამდე მიაღწიონ ტრანსპორტით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხი დგება. დე ფაქტო მთავრობას კი არც სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფის საშუალება გააჩნია. თვითაღიარებული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით ამ საკითხზე თავად მშობლებმა უნდა იზრუნონ.

“ეს იქნება აბსოლიტურად კომერციული ჩანართი. ჩვენ მოვძებნით მიკროავტობუსიან მძღოლებს, თუმცა მათ საწვავითა და ხელფასით ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ. ამ საკითხზე თავად მშობლებმა უნდა იფიქრონ და აწარმოონ მოლაპარაკება ავტობუსის მძღოლთან. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო მეტს ვერაფრით დაეხმარება”-აცხადებს დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გენადი გაბლია.

სოხუმში თანხები არ აქვთ, არც სკოლის სახელმძღვანელოებისთვის, რომლითაც გალის რაიონის 9 ქართულენოვანი სკოლა უნდა მოემარაგებინათ. საუბარია აფხაზური ენისა და ლიტერატურის, აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებზე, რომლის შესახებაც სპეციალური კანონი სოხუმში ჯერ კიდევ შარშან მიიღეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული ენის სწავლება გალის ქართულენოვან სკოლებში დაწყებით კლასებში პირველი სექტემბრიდან მთლიანად რუსული ენის სწავლებით უნდა ჩანაცვლებულიყო. როგორც იტყვიან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ყველა გზები მოეჭრა. რუსული რუბლით დაფინანსების იმედიც საბოლოოდ ამოეწურათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საშუალებებს გამოიყენებენ ქართულ სკოლებში.

 

სხვა ახალი ამბები: