გალის სოფლებში სირიელების დასახლება იწყება

0

162939_10150163860969447_3209726_nსოხუმში სირიის მოქალაქის ცემის ბრალდებით ეროვნებით ქართველი გია გურგენიძე დააკავეს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ინფორმირებული წყარო ადასტურებს. გია გურგენიძეს ამ “დანაშაულზე” აფხაზურმა სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამ დღეებში სოხუმში ” პოლევაია პოჩტას” ქუჩაზე,რუსული სატანკო ბატალიონის მიმდარე ტერიტორიაზე დამატებით ორი ოჯახი შესახლდა, რომლებიც სირიიდან რეპატრირებულთა ნაკადს წარმოადგენენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს არყოფითად აფასებს, მაგრამ მთავრობის ცალსახა მიდგომის გამო ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს. დრანდაში ჩასახლებულ სირიელებს კი პირადად ანქვაბმა გაუკეთა რეკლამა და განაცხადა, რომ მათ იციან ბრინჯის და ლეღვის მოყვანა, ჩამოიტანეს კარტოფილის ახალი ჯიშიც. უფრო მეტიც, საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთვის ისიც ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთის თვით გამოცხადებული ხელისუფლება სირიელი რეპატრიანტების ახალი ნაკადის დასახლებას აპირებენ გალის რაიონის სოფლების მზიურისა და კოხორას ყოფილ საერთო საცხოვრებლებში. ამ სახლების რესტავრირებას დე ფაქტო ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს. თუ როგორ მოხდება სირიელი ოჯახების ინტეგრაცია აფხაზურ საზოგადოებაში უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთში დაკავებული გია გურგენიძის მაგალითს, რუსულ-აფხაზურ ახალ პროექტს საკმაოდ დიდი გამოცდა ელის.

სხვა ახალი ამბები: