გალის უშიშროების თანამშრომლებმა ოქუმის საშუალო სკოლა დაარბიეს

0

galis-skola1გალის რაიონის სოფელ ოქუმის საშუალო სკოლაში დღეს გალის უშიშროების თანამშრომლები შეიჭრნენ და სკოლიდან ქართული წიგნები და კომპიუტერები ამოიღეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით უშიშროების თანამშრომლებს ჰქონდათ ე.წ ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი და მათ შორის კომპიუტერული კურსებიც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

smo.ge-სთვის ცნობილი ხდება ასევე გალიშ უშიშროების თანამშრომელთა ვინაობაც, რომლებიც დღეს ქართულ სკოლაში შეიჭრნენ. ესენი არიან თემურ შაკაია და ედიკ ჭოლარია. სკოლის შენობიდან ქართული წიგნებისა და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება ამ დრომდე გრძელდებოდა. ადგილზე დაიკითხნენ ქართველი პედაგოგებიც. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის სკოლის დირექტორს, რომელიც ხვალ დაბარებულია სოხუმში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამონისტროში.

წინასწარი ინფორმაციით დაიკითხება გალის რაიონის განათლების განყოფილების უფროსიც, რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობდა ოქუმის სკოლაში ქართულად სწავლებას.

სხვა ახალი ამბები: