გალის ქართველი პედაგოგები კვარტალურ ხელფასს თვის ბოლოს ელოდებიან

0

galis skolaზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გალის რაიონში მომუშავე ქართველი პედაგოგები სახელფასო დავალიანების გაცემას აფხაზეთის ლეგიტიმური განათლების სამინისტროსგან ითხოვენ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში თავად გალის ქართულ სკოლებში მომუშავე  პედაგოგები აცხადებენ. მათი განცხადებით განათლების სამინისტროს არანაირი სახელფასო დავალიანებები არ გააჩნია და ისინი ჩვეულებისამებრ კვარტალურ ხელფასს 600 ლარის ოდენობით დროულად იღებენ.

გალის ერთ-ერთი ქართული სკოლის დირექტორი smo.ge-სთან აცხადებს, რომ მათ კვარტალური ხელფასი მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში უნდა მიიღონ.

“ხელფასები ჯერ არ არის, რადგან ეს კვარტალური ხელფასებია და მარტის ბოლოს უნდა დარიგდეს.ჩვენ გვაქვს საერთოდ კვარტალური ხელფასი. ერთ თვეზე 200-200 ლარია გათვლილი, სულ კი შეადგენს 600 ლარს. ამას ჩვენ ვიღებდით სულ კვარტალურად. ასე რომ ამაში ახალი არაფერია. ახლა ეს ხელფასი ანუ ამ წლის პირველი კვარტალური ხელფასი უნდა ავიღოთ მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში,”-აცხადებს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას სკოლის დირექტორი გელა რატია.

აუდიო

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/galis-pedagogis-komentari1.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

სხვა ახალი ამბები: