გალის ცენტრში მცხოვრები ქართველები იძულებული ხდებიან საკუთარი სახლ-კარი დატოვონ

0

galiგალის ცენტრში მცხოვრები ქართველები საცხოვრებელი სახლების დატოვებას აპირებენ. მათი განცხადებით გალის ცენტრში მდებარე ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსები რუსი ოკუპანტებისა და მათი ოჯახებისთვის აშენდა. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილები კი პირდაპირ ქუჩაში გამოდის და ფეკალური მასები ქართველთა საცხოვრებელ სახლებში შედის.

”გაუსაძლისი პირობებია. ვერაფერს ვერ ვამბობთ, რადგან ამით ფაქტიურად ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით. რა ვქნათ არ ვიცით. ფეკალური მასები პირდაპირ ჩვენს ეზოებში შემოდის, თან სუნი გვაწუხებს. ამ ზაფხულში ყველაფერი აქოთდა, ყარს აქაურობა. ერთადერთი რაც ჩაფიქრებული გვაქვს საკუთარი სახლ-კარის დატოვებაა. ალბათ ამათაც ეს აწყობთ, რომ აქედან გადავშენდეთ და ჩვენს სახლებს ოკუპანტები დაეპატრონონ”-აცხადებენ გალის ცენტრში მცხოვრები ქათველები.

სხვა ახალი ამბები: