გალის მილიცია ქართულ მოსახლეობას “აყაჩაღებს”

0

galis miliciaაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/galiii.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

გალის მაღალი ზონის სოფლებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე–ფაქტო სამართალდამცავები რეიდებს აწყობენ. როგორც გალის ქართული მოსახლეობა ამბობს ისინი აბსოლიტურად უმოტივაციოდ აკავებენ ადამიანებს და დასაკითხად მიჰყავთ ტყვარჩელის მილიციის განყოფილებაში. აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებით სარგებლობენ ბანდ ფორმირებების წარმომადგენლებიც.

მილიციის ფორმებში გადაცმულები ყაჩაღები ცალკე ატერორებენ მოსახლეობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის მსხვერპლი გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი თ. მელაია გახდა, რომელიც გუშინ დააკავეს .მიუხედავად იმისა რომ მას ვერანაირი ბრალდება ვერ წაუყენა აფხაზურმა მილიციამ, ჯარიმის სახით 40.000 რუსული რუბლი (2000 ლარის ექვივალენტი) მაინც გადაახდევინეს.

 

 

სხვა ახალი ამბები: