გალი მალე რუსეთის სამხედრო ქალაქად იქცევა

0

166110_10150163861839447_1228621_nქალაქ გალის სამხედრო ქალაქად გადაკეთების გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად ასწულებს რუსული მხარე. გეგმის ნაწილს შეადგენს სამხედრო ჰოსპიტალის გახსნა ჩვენი წტაროს მიერ მოწოდებული ესკლუზიური ინფორმაციის თანახმად რუსები უახლოეს მომავალში დაიწყებენ მდინარე ერსწყალის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი სამშობიარო საავადმყოფოს რესტავრაციას.

სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ აქ ფუნქციონირებას გააგრძელებს გალის რაიონული საავადმყოფო, ხოლო მის ადგილზე  ქალაქ გალის ცენტრში განთავსდება რუსული სამხედრო ჰოსპიტალი. ამასთან ერთად რუსულ –აფხაზური შეთანხმების საფიძველზე სავარაუდოდ ქალაქ გალის ადმინისტრაცია გადავა სოფელ პირველ გალში, რომელიც ემსახურება ასევე ქალაქის განტვირთვის გეგმას. გალის მოსახლეობა ამ გეგმებს უარყოფითად აფასებს, თუმცა ყველაზე მეტად მათ აწუხებთ კითხვა– რისთვის დაღვარეს აფხაზებმა სისხლი?ეს არის მათი ნანატრი დამოუკიდებლობა? ჯერჯერობით უცნობია ამ გეგმების სრულად განხორციელების აღსრულება როდიდან დაიწყება, თუმცა გალელები თვლიან, რომ ეს დღე შორს არ არის. გალი სამხედრო ქალაქად გადაკეთდება.

სხვა ახალი ამბები: