გალსა და ოჩამჩირეში რუსი ოკუპანტები ქართველების სახლებს ანგრევენ

0

AA07212F-ECF1-44C6-B3C2-DC438D78C342_mw1024_s_nგალისა და ოჩამჩირის რაიონში რუსი ოკუპანტები აფხაზ ე.წ საგადასახადო ინსპექციასთან ერთად ქართველტა საცხოვრებელ სახლებს ანგრევენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გალის რაიონიდან აცნობეს. სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, რომ ანგრევენ მხოლოდ იმ სახლებს, სადაც წლებია არავის უცხოვრია და გადასახადს არ იხდიდნენ.

“გალის ზოგიერთ სოფელში და ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დაიწყეს სახლების დანგრევა. ეს არის ის სახლები, სადაც არავინ ცხოვრობს 90-იანი წლებიდან დღემდე. ან როგორ უნდა ეცხოვრათ, როცა მათ არ ჰქონდათ აფხაზეთში შემოსვლის უფლება. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ოჯახის წევრები ომში იბრძოდნენ საკუთარი სახლ-კარის დასაცავად”-აცხადებენ გალში მცხოვრები ქართველები.

რამდენიმე ათეული სახლია დანგრეული გალის ქვედა ზონის სოფლებში, ასევე ქალაქ გალში, კომკავშირების ქუჩაზე. ოთხი სახლი დაანგრიეს სოფელ ოქუმშიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონში უფრო მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს ვიდრე ოჩამჩირეში. ამავე ინფორმაციით დანგრეულ სახლ-კარებს უახლოეს მომავალში გაყიდიან.

სხვა ახალი ამბები: