ექსკლუზივი: გალში გატაცებულმა ერთი გამტაცებელი მოკლა ორი კი დაჭრა

0

2014111712033510806922_740202512720459_869610267_nგალის რაიონის სოფელ სიდაში ქართულ-აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი გ. გერგედავა გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა და ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში თოკით დააბა. გატაცებულმა ხელბორკილები რამდენიმე დღის შემდეგ გაიხსნა და მძინარე გამტაცებლებს თავს დაესხა. გამტაცებლებიდან გერგედავამ ერთი ადგილზე მოკლა, ხოლო ორი დანით დაჭრა.

მოგვიანებით ადგილზე მოვიდა გალის რაიონში მოქმედი ე.წ მილიცია. დაჭრილმა ბოროტმოქმედებმა გაქცევა სცადეს, თუმცა მილიციის თანამშრომლებმა ერთის დაკავება შეძლეს, მეორე გამტაცებელი კი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივებმა მიაწოდეს.

გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ოფიციალური წყარო. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის ოთარ გოგოხიას განცხადებით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისთვისაც ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ადასტურებს. ოთარ გოგოხია აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას მედიას მოგვაიანებით მიაწვდის.

სხვა ახალი ამბები: