გალში დაკავებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ

0

enn xidiiგალის რაიონში დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ლევან ბუღაშვილი ოჯახს დაუკავშირდა და უამბო, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, პატიმრები მძიმე პირობებში არიან, არ აქვთ საკვები და არ ეძლევათ ადვოკატის აყვანის უფლება.

,,ზაურ შვანგირაძე წავიდა 5 ოქტომბერს, დაკავების ამბავი ჩვენ გავიგეთ 11-ში. დახმარებას ვთხოვთ მთავრობას“,_ განაცხადა ზაურ შვანგირაძის მამამ მამუკა შვანგირაძემ

ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოს მაცხოვრებლები – ლევან ბუღაშვილი და ზაალ შვანგირაძე გალის რაიონში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

სხვა ახალი ამბები: